Telegram Web
მარიუპოლიდან ჩამოსული უკრაინელი ოჯახისთვის ვაგროვებთ ტანსაცმელს.

ქალის ტანსაცმელი (L, XL, 2XL)
კაცის ტანსაცმელი (L, XL)
ტანსაცმელი 12 წლის ბიჭისთვის

ნივთები შეგიძლიათ მოიტანოთ ხვალ, ალექსანდრე ჭავჭავაძის 8 ნომერში.

საკონტაქტო: 574 700 740, მარიამ დოლიძე
ჩვენი აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 6 აპრილს, 17:20-ზე გამოაცხადებს.
გიორგი მშვენიერაძის დასკვნითი სიტყვა აქტივისტების პროცესზე

“აქ არიან ადამიანები წარმოდგენილები, რომლებიც არიან ნიმუში, როგორი უნდა იყვნენ ჩემი შვილები. სამი შვილის მამა ვარ. ჩემი შვილებიდან ერთ-ერთი მათთან ერთად დგას ხოლმე აქციებზე და მე ამით ვამაყობ, იმიტომ, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ, ძალიან კარგი განათლება მიიღეს, ძალიან კარგი სამსახურები აქვთ, მაგრამ კიდევ რაღაც არ ასვენებთ... ეს არის, რომ ქვეყანა უკეთესი იყოს.”

https://fb.watch/c5jilCnj8R/
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულები, ვალერი სამხარაძე და ალექსანდრე სიმონოვი 2300-2300 ლარით დააჯარიმა.
4 აპრილს, 14:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს 6 ბრალდებულის მიმართ, რომელთაც ბრალი ჯგუფურ ძალადობაში, ძალადობითა და მუქარით დევნასა და ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ედებათ, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოს ეზოში, განაჩენის გამოცხადების პარალელურად, ჟურნალისტების, ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართება აქცია, მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით.
არაერთგზის უსამართლოდ შეურაცხყოფილი, დედა-სამშობლოზე დღენიადაგ მოფიქრალი ჩვენი ქვეყნის პრემიერი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ უსაფუძვლო ქილიკისა და აგრესიის მსხვერპლი გახდა.

მას სახელმწიფოებრივი სულისა და გონების ქონის გამო სჯიან! თუმცა ქართველმა ხალხმა იცის, რომ ირაკლი ღირსეული მამულიშვილია! ქართველმა ხალხმა მისი სახე-ხატი უკვე ფოლკლორშიც მიავლიანა!

🦴

https://www.facebook.com/177657096172822/posts/931919357413255/?d=n
პარლამენტთან მოქალაქები სანთლებითა და ყვავილებით მივიდნენ და უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

#StandWithUkraine
უმრავლესობის დეპუტატები ჩვენზე ჭორაობენ, მაშინ როცა კიევში საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვით უნდა იყვნენ დაკავებული.

გიორგი ხელაშვილი: გუშინ ქართულმა სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ჩამდენი პირებს პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის საქმე პრესაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ახლა ძალიან მცირე ყურადღება ექცევა დამნაშავეთა დასჯას.

ლევან ქარუმიძე: ეს იმიტომ, რომ სამარცხვინო მოძრაობა ამჟამად არის დაკავებული იარაღის წარმოსახვითი კონტრაბანდითა და სხვა დეზინფორმაციით. მიეცით ცოტა დრო.

https://twitter.com/shamemovement/status/1511334924556681221?s=21&t=CDE1sdivLc2jQAE2BT9lrQ
მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმები შეეფარდათ:

ზუკა ბერძენიშვილი - 3800 ლარი
გიორგი მჟავანაძე - 2800 ლარი
გური გოლიაძე - 2800 ლარი
ნოდარ რუხაძე - 2800 ლარი
ალექსანდრე სამხარაძე - 2600 ლარი
გიგა მაქარაშვილი - 1000 ლარი

https://www.facebook.com/177657096172822/posts/933518757253315/?d=n
7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, ჯამში 16 ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს; ადმინისტრაციული სახდელის ჯამური რაოდენობა 34 300 ლარია.

შეგახსენებთ, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა სახდელის დაკისრების გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ზეპირი ჩვენების საფუძველზე მიიღეს. პოლიციელებსა და მოსამართლეებს კანონდარღვევად მიაჩნიათ საპროტესტო აქციებზე “პუტინ ხუილოსა” და “რუსკი კარაბლ იდი ნახუის” სკანდირება.

თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.

https://www.facebook.com/177657096172822/posts/933590367246154/?d=n
7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის 12 600 ლარი შეგროვდა. მადლობა თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის!

ადმინისტრაციული სახდელის ჯამური რაოდენობა 34 300 ლარია. თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე:

ააიპ მოძრაობა სირცხვილია
TBC: #GE27TB7589236070100003
BOG: #GE44BG0000000162241054
დანიშნულება: აქტივისტებისთვის
Paypal: www.paypal.me/theshamemovement
ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, კრემლის ინტერესების გამტარია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

ჩანაწერი, რომელიც 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, მაშინ არის გაკეთებული, როდესაც რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ ქალებსა და ბავშვებს, წვავდნენ მათ სახლებსა და ბომბავდნენ საავადმყოფოებს.

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ძირი გამოუთხარა ქართულ დემოკრატიას და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რუსულ საგარეო ვექტორზე დააბრუნა.

მივმართავთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, დაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო სანქცირებული რუსული კაპიტალის შავ ხვრელად აქცია.

https://www.facebook.com/177657096172822/posts/944957859442738/?d=n
“სირცხვილიას” აქტივისტებმა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ლიეტუვისა და თურქეთის საელჩოებთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და მეგობარ სახელმწიფოებს, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს.

#SanctionIvanishvili

https://www.facebook.com/177657096172822/posts/946075635997627/?d=n
ხვალ, 5 მაისს, 15:00-ზე ვიკრიბებით იულონ გაგოშიძის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად, რაც მისთვის მოულოდნელობა იქნება. ვიკრიბებით ანტონ ფურცელაძის 3 ნომერში (მუზეუმის გვერდითა შესასვლელთან).

შემოგვიერთდით ❤️🥳

https://fb.watch/cObyX2FtTI/
გიორგი მჟავანაძის დაკავების დეტალები 😷

“…გვერდით ეს მსუყე პოლიციელი უდგას და ეხლა ის მეორე ლოყაში მირტყამს მთელი ძალით. შემდეგ ისევ ბატონი დავითი. თან მაგინებენ გამწარებულები. ხელები უკან მაქვს შეკრული, ვერც ვიფარებ სახეზე და მუხლი ავწიე, თავი დავხარე რომ სახე დამეფარა რამენაირად. „ეს მუხლი ჩამოწიე შენი დედა მოვტყან“ და იგივე, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. უკან ვიღაცები მედგნენ, იმათაც თავისი ხელი შემაწიეს, თავში ჩამარტყა ერთერთმა. თან მიმეორებენ - შე უზრდელო, ეხლა გეცოდინება რომ პოლიციელი „ვიღაც“ არ არისო.”

https://www.facebook.com/100000327559236/posts/5355784851109047/?d=n
ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია.

https://www.facebook.com/177657096172822/posts/pfbid02U45Ya7tUbouuvKQe8VHDWQBHXcNbiKd9ad5rwHKTjNAvjDpxJHw6fUTfnsNj5RGfl/?d=n
შემოგვიერთდით ტელეგრამ ჯგუფში #შინევროპისკენ

https://www.tgoop.com/hometoeu
2024/11/22 23:28:04
Back to Top
HTML Embed Code: